- როცა პრეზენტაციის გამოქვეყნება გვინდა ბლოგზე, პირველ რიგში გახსნილი უნდა იყოს ემაილი, გადავდივართ Google drive-ში. თუ აქვე ვქმნი მაშინ ვაწკაპუნებთ ღილაკზე create, ხოლო როცა უკვე შექმნილის ატვირთვა გვინდა მაშინ ვაწკაპუნებთ upload-ზე. დასრულდება ფაილის დრაივში ატვირთვა და გახსნით ამ ფაილს. მარცხენა ჩამონათვალში შევდივართ მენიუ file-ში ვირჩევთ ბრძანება publishi to the web.... გამოდის ფანჯარა, სადაც გვეკითხება დარწმუნებული ხართ რომ გინდათ გამოქვეყნებაო, და ვეთანხმეით ok ღილაკზე დაწკაპუნებით. იხსნება ახალი ფანჯარა. ჯერ ვიზრუნოთ პრეზენტაციის ზომაზე, Medium დიდი ზომაა, და დავაყენოთ small. ამის მერე ერთხელ დაწკაპუნებით გავუკეთოთ კოპი Embed code-s და კვლავ გადავდივართ ჩვენი ბლოგის ჩანართზე და ვირჩევთ ახალ პოსტს და compose რეჟიმიდან გადავდივართ HTML რეჟიმში და ვსვავთ paste-თი დაკოპირებულ Embed code-ს და ვაქვეყნებთ ანუ ვაწკაპუნებთ ღილაკზე publish.
- ბლოგზე გვერდების დასამატებლად, შევდივართ დიზაინში და მარცხნივ სვეტში ვაწკაპუნებთ page-ზე. გამოტანილ ფანჯარაში ვაწვებით edit-ს და პირველ გვერდს გადავარქმევთ სახელს home-ს ნაცვლად დავარქვათ სახელი "მთავარი". ახალი გვერდის დასამატებლად დავაწკაპუნოთ new page-ზე და Blank page. Page-ის ვიწრო ზოლში ჩავწეროთ ამ გვერდის სათაური ვთქვათ სურათები და დავაჭიროთ publish. (ახლა დავაჭიროთ Don't show-ს და ჩამოშლილ ფანჯარაში ავირჩიოთ Top tabs. ამის შემდეგ მარჯვენა კუთხეში save arrangement.) შემდეგ view blog-ით გადავდივართ ბლოგზე, სადაც შევდივართ design-ში და გვერდით მარცხენა მხარეს ჩამონათვალში layout-ში. გამოტანილ გვერდში ვიპოვოთ add gadget ცენტრში ზევიდან მესამეა, დავაჭიროთ და გაიხსნება ფანჯარა. ავირჩევთ Pages, გაიხსნება ფანჯარა, დაც უნდა მოვნიშნოთ ჩვენს მიერ უკვე დამატებული გვერდები, რომლებიც გვინდა რომ დაემატოს, და თან შეგვიძლია მათი თანმიმდევრობაც შევცვალოთ. ბოლოდ დავაჭერთ ღილაკს Save. შეგვიძლია ''მთავარი'' დავარქვათ Home-ს.
- როგორ ვიმუშავოთ ახალ გვერდებზე? პირველი გვერდის გარდა დანარჩენ გვერდებზე ვმუშაობთ ფანქრის მეშვეობით, განსხვავებით მთავარი გვერდისაგან, სადაც მუშაობა და ინფორმაციის დამატება New Post-ებით ხდება. ახალ, მომდევნო გვერდებზე სურათების ჩასმა ხდება ვიწრო ზოლში არსებული სურათის იკონკით Insert picture-ის მეშვეობით.
- ბლოგზე სხვა ბლოგების მისამართების დასამატებლად შევდივართ Designe-ში და მარცხნივ ქვევით ვაწკაპუნებთ Layout-ზე, გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ ადგილი სადაც უნდა ჩავსვათ და დავაჭიროთ Add a Gadjet, გამოვა ფანჯარა, რომელშიც უნდა ავირჩიოთ რისი ჩასმაც გვინდა, ამ შემთხვევაში კი Blog List. გაიხსნება ახალი ფანჯარა. სადაც ვარქმევთ სახელს My Blog List-ის ადგილას. თუ გვინდა sort-ში ავირჩევთ რის მიხედვით დაალაგოს და ვაჭერთ No items yet და გამოტანილ ფანჯარაში ვიწრო ზოლში ვაკოპირებთ და პასტეთი ჩავსვავთ სასურველ მისამართს. თუ გვსურს rename-თი შევცვლით და გადავარქმევთ სახელს თუ არადა დავტოვებთ და ვაჭერთ add-sს. კიდევ ხელახლა ახალი ბლოგმისამართის დამატებისას კვლავ ისევე შევდივართ.
- როცა გვინდა დრაივში ჩასწორება, ვხსნი დრაივში დოკუმენტს Open ღილაკით და ფაილის ჩამონაშალ ზოლში ვირჩევ ბრძანებას open with და კვლავ ახალი ფანჯრიდან Google Docs და save არ უნდა ეგრევე ავტომატურად იმახსოვრებს.
- როცა მოვრჩით და გვინდა პორტფოლიოს ატვირთვა, კიდევ ერთხელ შევამოწმოთ ყველაფერი და შემდეგ დავიწყოთ ატვირთვა. ამისათვის გახსნილი უნდა გვქონდეს ერთ ჩანართზე gmail.com და მეორეზე ბლოგი. გამზადებულ პორტფოლიოს ავტვირთავთ google drive-ში, გამოვაქვეყნოთ და მისი URL ლინკი დავაკოპიროთ და დავდოთ. შევდივართ საფოსტო ყუთში და ვირჩევთ drive-ს. დავაჭერთ დრაივს და ვაჭერთ upload-ს და ვირჩევთ ფოლდერს და გაიხსნება ფანჯარა სადაც ავირჩევთ ჩვენ საქაღალდეს და ვაჭერთ OK-ს. როცა აიტვირთება მოვნიშნავთ პტიჩკით და ვაჭერთ ღილაკს More - და share და კიდევ share. გახსნა ფანჯარა სადაც შევდივართ change-ში და ვაწკაპუნებთ public on the web -ზე და ვაჭერთ მწვანე ღილაკს save. დავაკოპირეთ (https://drive.google.com/folderview?id=0B8ybCn-SDcRSaEZGX3NuUW9ZVDg&usp=sharing) ლინკი. ამით დრაივში მუშაობას მოვრჩით და ახლა გადავდივართ ბლოგზე და ვაჭერთ New Post. ვწერთ სათაურს "ჩემი პროექტის პორტფოლიო", და მას ვამუქებთ და Large შრიფტს ვაძლევთ და მოვნიშნეთ. ამ ტექსტზე უნდა გავაკეთო ბმული ანუ ლინკი. შევდივართ ინსტრუმენტების პანელში ბრძანება Link და ვაწკაპუნებთ ვაკოპირებ დამახსოვრებულ უერლ ლინკს და paste-ით ვსვამ და ვაჭერ ღილაკს publish. შემდეგ შევდივართ და ვამოწმებთ.
- გვერდზე გამოკითხვის დასამატებლად შევდივარ ედ გაჯეთში და გამოსულ ფანჯარაში ვირჩევ პოლლ-ს, მივყვები შესაბამისად.
- გვერდზე საათის ჩასასმელად შევდივარ ედ გაჯეთში და შემდეგ აჰტიემელ-ში და ვსვამ ამ საათის კოდს, რომელიც წინასწარ მაქვს დაკოპირებული. საათების საიტი მოცემულია ბლოგის საიტებში.
- საათის მსგავსად შეგვიძლია ჩავსვათ კალენდარი.
- თუ ფოტოები გინდა ჩასვა სლაიდ შოუს სახით, ამისათვის ჯერ შევდივართ საიტზე https://picasaweb.google.com/home და აქ ავტვირთავთ სასურველ სურათებს, გამოჩნდება ატვირთულები, დავაჭერთ ალბომს, გაიხსნება და მარჯვენა მხარეს გვერდითა ზოლში გამოცნდება ბოქლომი და იქვე (edit), შემდეგ ატვირთულებს გამოვაქვეყნებთ პაბლიქ ონ ზე ვებ. ამისათვის ვიწრო ფანჯარაში ოუნლი იუ-ს შევცვლით პაბლიქ ონ ზე ვებ-ით. მივცემთ სეივს და მარჯვნივ ქვემოთ უნდა ეწეროს ლინკ თუ ზის ალბუმ. გამოვიდა კოდები, ჩვენ უნდა დავაწკაპოთ სლაიდ შოუს ემბედ კოდზე და დავაკოპიროთ, შემდეგ კი შევდივართ ბლოგზე გაჯეტებში და ჰაშთიემელ ტიტულში უნდა პეიტით ჩავსვათ ეს დაკოპირებული.
- როცა გვინდა ფეიჯში ახალი ბლოგის მიბმა, ჩასმა, მაშინ შევდივართ კორექტირების რეჟიმში და ნიუ ფეიჯში ვებ ადრესსი ვსვამთ ფეისთით წინასწარ დაკოპირებულ ლინკს. ვთქვათ სხვა ბლოგის ლინკს, ანუ ადრესს.
- ვთქვათ პოსტში ერთერთ წინადადებაში ვახსენე ინტელის კურსი მეთქი და ამ სიტყვას მინდა მივაბა ჩემი ბლოგი ინტელზე, ამისათვის მოვნიშნავ ამ სიტყვას, და დავაწვები ზემოთ ვიწრო ზოლში ლინკ ბრძანებას, გამოსულ ფანჯარაში ფეისთით ჩავსვამ იმ ლინკს რომელთანაც მინდა დაკავშირება.
- ვთქვათ პირველ გვედზე არსებულ პოსტში მინდა სურათის ჩასმა, მაშინ რედაქტირების რეჟიმში ვაწვები ბრძანება ინსერთ ფიქჩას და გამოტანილ ფანჯარაში ბროუზერით ავტვირთავ სასურველ სურათს. ეს სურათი ალბათ სავარაუდოდ სადმე ბოლოში ჩაჯდება. შეგვიძლია მაუსით ჩავავლოთ და გადავათრიოთ სასურველ ადგილას. ამის მერე ვაკეთებთ აფდეითს. აფდეითები არ უნდა დაგვავიწყდეს ნებისმიერი ცვლილების დროს.
- ვიზიტორთა რაოდენობის ჩასასმელად კვლავ ედ გაჯეტებში შევდივართ და გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ კარდიოგრამის მსგავს დიაგრამას და იქ ვირჩევთ სასურველ ფორმატს და ვასეივებთ.
- როგორ გავაზიაროთ ვიდეო YouTube პორტალიდან ბლოგზე? www.youtube.com ვედეობის პორტალზე მოვძებნოთ სასურველი ვიდეო „Bridging Our Future (long). ავირთიოთ ღილაკი Share გაზიარება და ღილაკით Share to blogger გადავიტანოთ ბლოგზე პოსტის ფანჯარაში. Title ველში შეგვიძლია შევცვალოთ ვიდეოს სათაური. მაგალითად, „ხიდი მომავლისკენ“. Publish post ღილაკით გავაზიაროთ ვიდეო ჩვენს ბლოგზე. View blog ღილაკით დავათვალიროთ ჩვენს მიერ შექმნილი ბლოგი. გილოცავთ, თქვენ წარმატებით გაოაქვეყნეთ ვიდეო „ხიდი მომავლისაკენ“.
- პრეზენტაციის ბლოგზე გამოსაქვეყნებლად საჭიროა პრეზენტაცია წინასწარ ავტვირთოთ Google Drive სივრცეში, გამოვაქვეყნოთ და გამოქვეყნებული პრეზენტაცია Embed კოდის გამოყენებით გადავიტანოთ ბლოგზე. ამისათვის საჭიროა შევიდეთ ჩვენს პირად Gmail ელექტრონულ ფოსტაზე და რესურსების ჩანრთიდან ავირჩოთ Drive. ფაილის ასატვირთად ავირჩიოთ ღილაკი Upload – Files და გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მოვნიშნოთ ჩვენს მიერ ასატვირთი პრეზენტაცია მაგალითად, საავტორო უფლებები. მოვნიშნოთ და დავაწკაპუნოთ ღილაკს Open. ატვირთვის პროცესის დასრულებისთანავე ჩვენს მიერ ატვირთული პრეზენტაცია „საავტორო უფლებები“ გამოჩნდება My drive საქაღალდეში. გავხნათ პრეზენტცია „საავტორო უფლებები“ მაუსის მარჯვენა ღილაკით და გამოსულ კონტექსტურ ფანჯარაში ავირჩიოთ ბრძანება Open with და ქვენრძანება Google Slides. პრეზენტაცია „საავტორო უფლებები“ გაიხსნება Google საპრეზენტაციო პროგრამაში. პრეზენტაციის გამოსაქვეყნებლად ავირჩოთ მენიუდან File ბრძანება Publish to the web და გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში დავიწყოთ გამოქვეყნება Start publishing ღილაკით. პროცესის დაწყება დავადასტუროთ ღილაკით Ok. გაიხსნება Publish to the web დიალოგური ფანჯარა, სადაც თქვენ შეგიძიათ ნახოთ გამოქვეყნებული პრზენტაციის ბმული და Embed კოდი. პრეზენტაციის ბლოგზე გამოსაქვეყნებლად ავირჩიოთ პრეზენტაციის ზომა Small, მოვნიშნოთ Embed კოდი და კონტექსტური მენიუდან ავირჩოთ ბრძანება Copy. ამ ეტაპზე ჩვენ მოვახდინეთ პრეზენტაციის გამოქვეყნება, რომლის Embed კოდი უნდა გადავიტანოთ ბლოგზე. გადავიდეთ ბლოგის ჩანართზე და ავირჩიოთ ახალი პოსტი New post ბრძანებით. Embed კოდის ჩასასმელად გავააქტიროთ HTML რეჟიმი და ბრძანება Paste გამოყენებით ჩავსვათ უკვე გამოქვეყნებული პრეზენტაციის დაკოპირებული Embed code. გადავიდეთ Compose რეჟიმში, სადაც ვიზუალურად დაინახავთ ჩასმულ პრეზენტაციას. პრეზენტაციის გამოქვეყნების დასასრულებლად დავაჭიროთ ღილაკს Publish და ღილაკით View blog დავათვალიეროთ ჩვენს მიერ შექმნილი პირადი ბლოგი. თქვენი პრეზენტაცია გამოქვეყნებულია პოსტის სახით ბლოგზე. მოდით დავასათაუროთ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული პრეზენტაციის პოსტი ღილაკით Edit post. სათაურის ველში Post შევიტანოთ პრეზენტაციის სათაური „საავტორო უფლებების ქაოსი“ ღილაკით დავაფიქსიროთ ცვლილება. View blog ღილაკით კიდევ ერთხელ დავათვალიეროთ ჩვენი ბლოგი. გილოცავთ, თქვენ წარმატებით გამოაქვეყნეთ პრეზენტაცია „საავტორო უფლებების ქაოსი“.
Sunday, December 22, 2013
ბლოგზე მუშაობის ზოგიერთი ასპექტი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment