Saturday, January 25, 2014

edmodo.com

ეს არის ვირტუალური საკლასო ოთახი, სოციალური ქსელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. აქვს ინგლისური ინტერფეისი.
პირველ რიგში მასწავლებელი:
  1. აკეთებს რეგისტრაციას როგორც მასწავლებელი.
  2. უნდა შექმნას ჯგუფი ან ჯგუფები და მოიწვიოს მოსწავლეები.  მარცხენა მხარეს  create a Group.
  3. საწყის გვერდზე გადავდივართ Home და ვქმნით ჯგუფებს.
  4. ერთერთ ჯგუფში რომ შევალთ, ბოქლომის გვერდით წერია ჯგუფის კოდი. მაგალითად trujsu. ბოქლომი უნდა იყოს გახსნილი, რაც ხდება მასზე დაწკაპუნებით. დაკეტილი ბოქლომისას ახალი მოსწავლე ამ კოდით ვეღარ დარეგისტრირდება. თუ დამატება გვინდა, ამისათვის ვხსნით ბოქლომს, ამ ჯერზე სხვა კპოდი გამოვა და ამას ვაძლევთ მოსწავლეს.
  5. მოსწავლე აკეთებს რეგისტრაციას, ამ დროს მას სჭირდება კოდი, მაგრამ არ სჭირდება მაილი, როგორც ეს მასწავლებლის შემთხვევაშია.
  6. დარეგისტრირებული და შსული მოსწავლე შძლებს გააკეთოს პოსტი, რომელსაც ან მასწავლებელი წაიკითხავს, ან ჯგუფის წევრები.  მოსწავლეს შუძლია გააკეთოს ტესტები. მისწეროს მასწავლებელს და ა.შ.
  7. ტესტის გაკეთების შემდეგ აჭერს ღილაკს Submit Quiz  და უგზავნის მასწავლებელს.
  8. ტესტში 5 ტიპის ტესტებია.
  9. ტესტის შექმნა ედმოდოში:
  10. ამისათვის მენიუს ზოლში არის წარწერა Quiz. დავაწკაპუნებთ მასზე და გამოჩნდება 2 ბრძანება.
  11. ძალიან საინტერესო ღილაკია Randomize questions. ეს ღილაკი როცა ჩართულია სხვადასხვა მოსწავლეს სხვადასხვა ტესტი მიუვა, ანუ საკითხები იქნება თანმიმდევრობა არეული.
  12. როცა ტესტის შექმნას დავასრულებთ ვაჭერთ ღილაკს Assigne Quiz.  მაგრამ  ტესტი აუცილებლად რომ გაიგზავნოს აუცილებელია ავირჩიოთ იქვე კალენდრიდან დღევანდელი რიცხვი და ჩავრთოთ ღილაკი Add to Gradebook.
  13. მოსწავლის მიერ შესრულებულ ტესტებს ვხედავთ  დიაგრამის სახით და დიაგრამაში წითელი ფერი ნისნავს ცუდს - გაუკეთებელ დავალებას, ლურჯი - მოლოდინის რეჟიმში მყოფს, რომელიც მასწავლებელმა უნდა გაასწოროს, ხოლო მწვანე კი - დადებითად შესრულებულს.
  14. მასწავლებელი როდესაც მოსწავლის ნამუშევარს ამოწმებს, მაშინაც როცა სწორად აქვს ნამუშევარი და მაშინაც როცა ნაწილობრივ სწორად აქვს შესრულებული, ორივე შემთხვევაში ვაჭერთ ღილაკს correct. მთავარია ქულის მინიჭება იმ შემთხვევაში თუკი ნაწილობრივ არის შესრულებული. მაგალითად, 5-დან 3 ქულა.
  15. ჩვენს მიერ გამზადებული ტესტი ინახება ედმოდოს სივრცეში და როდესაც კვლავ დაგვჭირდება მისი გაგზავნა, შევდივართ Quiz-ში, load-ს ვაჭერთ და ჩნდება ფანჯარა. თუ გაგზავნა გვინდა ჯგუფისთვის, მაშინ სათაურზე ვაწკაპუნებთ და თავისით ჩაჯდება სათურის ველში, ავირჩევთ ჯგუფს და დავაჭრთ ღილაკს send. ხოლო თუ გვინდაჩასწორება და არა გაგზავნა, მაშინ ვაჭერთ ediT-ს და ვასწორებთ. 
  16. Poll ნიშნავს გამოკითხვას. ამ ღილაკიდან შეგვიძლია ჩავსვათ გამოკითხვა. 
  17. ედმოდოს აქვს ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკაში შეგვიძლია ავტვირთოთ ფაილები, სურათბი, ვიდეოები და როცა დაგვჭირდება ამ ბიბლიოთეკიდან გავუგზავნოთ მოსწავლეთა ჯგუფებს ან მივამაგროთ ტესტების გაკეთების დროს.